
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
2016-2019 წლების სამოქმედო გეგმა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს
სამოქმედო გეგმა მიმოიხილავს სამინისტროს გრძელვადიან ხედვას განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში, სამინისტროს დანიშნულებას, ძირითად ფუნქციებსა და უმნიშვნელოვანეს მიზნებს 2016-2019 წლისათვის.
სამოქმედო გეგმა წარმოადგენს სამინისტროს სამუშაო დოკუმენტს, რომელიც ხელს უწყობს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ მუშაობას საერთო მიზნების მისაღწევად. გეგმა შეიცავს ექვს პრიორიტეტულ მიმართულებას. თითოეული მათგანისთვის მოცემულია ის შედეგები, თუ რის მიღწევას აპირებს სამინისტრო ამ მიმართულებით საშუალოვადიან პერიოდში.
1. პრიორიტეტის დასახელება: ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება
პრიორიტეტის დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე
წარმატებული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს საყრდენს განათლებული საზოგადოება წარმოადგენს. სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი სწორედ მომავალი თაობის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა და, შესაბამისად, ქვეყნის მომავალში რესურსების ინვესტირებაა. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და მრავალი ინიციატივა
განახორციელეს. მიმდინარე რეფორმების შედეგად მომდევნო წლებში ზოგადი განათლების უფრო სრულყოფილ სისტემას მივიღებთ.
თავისი აქტივობებით აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ხელს უწყობს ამ რეფორმების წარმართვასა და გატარებას აფხაზეთის განათლების სისტემაში. სამინისტრო ასევე აძლიერებს საქართველოს ხელისუფლების და აფხაზეთის მთავრობის ძალისხმევას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და ახორციელებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის მხარდაჭერის ფართომასშტაბიანი სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების გზით. ის ხელს უწყობს აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებას.
პრიორიტეტის აღწერა
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს ზოგადი განათლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას აფხაზეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. სამინისტრომ შეიმუშავა სამშვიდობო განათლების პრიორიტეტები, რომლებიც ასევე განსაზღვრავენ მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს ი.გ.პ. საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით.
სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ აფხაზეთის 13 საჯარო სკოლასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე- გალის რაიონში განთავსებულ 31 სკოლაში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას. სამინისტრო აგრეთვე ახორციელებს ოკუპირებული გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და მუსიკალური და სამხატვრო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციული პერსონალის მატერიალური დახმარების პროგრამებს.
პრიორიტეტის განხორციელების ფარგლებში სამინისტროს მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას, აფხაზეთის პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას, აფხაზეთის საჯარო სკოლების რეაბილიტაციას, შენობებითა და სასწავლო ინვენტარით უზრუნველყოფას, სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვას, აფხაზური საზოგადოების ნდობის მოპოვებას, აფხაზური ენის სწავლების ხელშეწყობას და განვითარებას, გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობას, სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობების შექმნასა და პოლიტიკური კულტურის სწავლებას, აფხაზეთის ახალგაზრდების ჩართულობას სხვადასხვა კონკურსებში, კონფერენციებსა თუ ოლიმპიადებში და მათ ,,მომავლის რესურსად’’ გაზრდას -კომპეტენტური, კონკურენტუნარიანი და თანამედროვე განათლებით.
მოსალოდნელი შედეგები
პრიორიტეტით განსაზღვრული მიზნების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში სამინისტრო გეგმავს მიაღწიოს შემდეგ შედეგებს:
შედეგების შეფასების კრიტერიუმები
დასახული მიზნების ინდიკატორებია:
სკოლადამთავრებულ სტუდენტთა რაოდენობის ზრდა სახელმწიფო დაფინანსებით.
აბიტურიენტთა საშუალო ქულის ზრდა. განსაკუთრებით ინგლისური ენის სწავლების გაძლიერება ოკუპირებული აფხაზეთის აბიტურიენტებისათვის, რომელთა შორის უპირატესობა ენიჭება რუსულს, როგორც უცხო ენას.
2.პრიორიტეტის დასახელება:
აფხაზეთის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია
პრიორიტეტის დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე
პრიორიტეტი ემსახურება ქვეყანაში არსებული აფხაზეთის შემოქმედებითი რესურსებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის დაცვას, განვითარებას, პოპულარიზაციას, მათ სამშვიდობო როლის წარმოჩენას, აფხაზეთისა და საქართველოს შემოქმედებით ორგანიზაციებს შორის ტრადიციული კულტურული კავშირების აღდგენას, აფხაზეთის მოსახლეობისათვის სახელოვნებო ცხოვრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ხელოვნების სფეროში თავისუფალი, დაცული და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, სახელოვნებო დაწესებულებების შედეგზე ორიენტირებული სამოქმედო პროგრამების ადეკვატურ დაფინანსებას, მათ მხრდაჭერაში არასახელმწიფო სექტორის როლის ზრდის ხელშეწყობას.
პრიორიტეტის მიზანია აგრეთვე სახელმწიფოს ხელშეწყობა მსოფლიოში საქართველოს პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებაში, აფხაზეთის კულტურის, როგორც ერთიანი ქართული კულტურის ორგანული ნაწილის წარმოჩენაში, ასევე შესაძლებლობის ფარგლებში, აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მდგომარეობის მონიტორინგი და ძეგლებზე არსებული ინფორმაციის სისტემატიზაცია.
ხელი შეეწყობა სამეცნიერო ბრუნვაში აფხაზეთის კულტურულ ფასეულობებზე ახალი ნაშრომების, კვლევების, პუბლიკაციების გამოცემას. კულტურული იდენტობის შენარჩუნების მიზნით-აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა პოპულარიზაცია და ამ მიზნით საზღვარგარეთ-შესაძლო დიასპორების ჩართვა. საერთაშორისო კავშირების განვითარება და საერთაშორისო საზოგადოებისათვის აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირება. დევნილ ახალგაზრდებში და მოზარდებში აფხაზეთში არსებული არქიტექტურული ძეგლების ფოტო და საარქივო მასალის გავრცელება, პოპულარიზაცია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართ პროგრესული, სწორი და აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
პრიორიტეტის აღწერა
1993 წლის 27 სექტემბრის შემდგომ აფხაზეთის მრავალი შემოქმედებითიკოლექტივი, ინდივიდუალური შემსრულებელი თუ ხელოვანი აღმოჩნდა დევნილობაში. მიუხედავად განვლილი რთული პერიოდისა, ბევრი მათგანი დღესაც აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა. აფხაზეთის მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია აფხაზეთის სახელმწიფო თეატრები, რომლებიც აფხაზეთის თემის, აფხაზეთის კულტურულ თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და კულტურული ტრადიციების გაგრძელებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. აღსანიშნავია აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლისა და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე. აფხაზეთის მთავრობის უშუალო ხელშეწყობით განხორციელდა აფხაზეთის უმნიშვნელოვანესი სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებების დ. არაყიშვილის სახ. სოხუმის სამუსიკო სასწავლებლისა და ა. შერვაშიძე-ჩაჩბას სახ. სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად.
ახალგაზრდების კულტურულ-შემოქმედებითი აღზრდა-განათლებაზე ასევე ზრუნავენ სამუსიკო სკოლები ,,აფხაზეთი-1’’, ,,აფხაზეთი-2’’, სამხატვრო სკოლა
,,აფხაზეთი 1’’ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ქ. გალისა და საბერიოს
მუსიკალური სკოლები და გალის სამხატვრო სკოლა.
სამინისტრო განავითარებს ფოლკლორის სფეროში მოღვაწეთა შესახებ ინფორმაციის შეგროვების მექანიზმს. ამ ინფორმაციას სამინისტროს რეგულარულად წარუდგენენ კულტურული დაწესებულებები. გეგმით გათვალისწინებულია ამ მონაცემების გაერთიანება ერთ ბაზაში და ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
პრიორიტეტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ასპექტია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო საზოგადოებისათვის, აფხაზური ენისა და ფოლკლორის ტრადიციების შენარჩუნება-განვითარება. .
სამინისტროს მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს აფხაზეთის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე. სპეციალური მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში სამინისტრო დააფინანსებს ან მოიძიებს პარტნიორებს კულტურის სფეროში საერთაშორისო პროექტების განხორციელებისათვის. სამინისტრო ასევე ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან დევნილ მეცნიერთა მდიდარი ინტელექტუალური პოტენციალის გაღრმავებას და აფხაზეთის თემატიკის სამეცნიერო –აკადემიურ წრეებში კიდევ უფრო წარმოჩენას.
მოსალოდნელი შედეგები
პრიორიტეტით განსაზღვრულ მიზნების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში სამინისტრო გეგმავს მიაღწიოს შემდეგ შედეგებს:
კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო- პოპულარული ლიტერატურა.
შედეგების შეფასების კრიტერიუმები
ჩამოთვლილი შედეგების შესაფასებლად სამინისტრო გამოიყენებს შემდეგ ინდიკატორებსა და გადამოწმების წყაროებს.
3.პრიორიტეტის დასახელება:
აფხაზეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ხელშეწყობა
პრიორიტეტის დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე
სამშვიდობო პოლიტიკის გატარების ერთ-ერთი მძლავრი და სტრატეგიული მიმართულება გახლავთ სპორტი. სპორტული ასპარეზობები ხელს უწყობს სხვადასხვა ეროვნების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სპორტსმენთა დაახლოებას, მათ ინტეგრაციასა და ქვეყნის სპორტული მიღწევების განმტკიცებას საერთაშორისო დონეზე.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების უმეტესობა მოკლებულია მასიურ სპორტში ჩართვის შესაძლებლობას. მათი სპორტით დაინტერესება უნდა გახდეს მოზარდი თაობის დაახლოების, ნდობის, ადამიანური ურთიერთობის და მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშემწყობი. მათ მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ ქვეყნის სპორტულ წარმატებებში.
სოციალურ-ეკონომიკური დაუკმაყოფილებლობა, ინდივიდუალური უნარ- ჩვევებისა და ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობის არქონა, უპერსპექტივობა დევნილ ახალგაზრდობას ფსიქოლოგოურ წნეხის ქვეშ აქცევს, რის შედეგადაც მატულობს ძალადობა, ღირებულებების დეგრადაცია, აგრესია როგორც პიროვნულ, ასევე საზოგადოებრივ დონეზე. აქედან გამომდინარე, სამინისტროს ძირითადი მისიაა ახალგაზრდებში სახელმწიფოებრივი აზროვნების, სამოქალაქო და დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემის დანერგვის, აქტიური მოქალაქეობის, მოხალისეობის, კანონის პატივისცემის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება, ასევე მათი გონებრივი და ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობა.
პრიორიტეტის აღწერა
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას. სპორტის სფეროში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პრიორიტეტებს წარმოადგენს აფხაზეთში პოპულარული და ტრადიციული სპორტის სახეობების (ფეხბურთის, კალათბურთის, ძალოსნობის, თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას, აღმოსავლურ ორთაბრძოლებს და ჭადრაკის) ხელშეწყობა და სხვა სახეობების წარმატებული სპორტსმენების ინდივიდუალური მხარდაჭერა.
აფხაზეთის მთავრობის ამოცანებს სპორტული მიმართულებით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრი. ცენტრის ფარგლებში ასევე მოქმედებს სხვადასხვა სპორტული სექცია და საერთო ჯამში სპორტულ აქტივობებში ჩართულია 500-მდე ბავშვი.
სამინისტროს მიზანია ხელი შეუწყოს აფხაზეთის სპორტსმენების მონაწილეობას ეროვნულ თუ საერთაშორისო ტურნირებზე, სპორტული გუნდების (მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიიდან) უზრუნველყოფას შესაბამის ინვენტარითა და ეკიპირებით.
აგრეთვე გათვალისწინებულია ადამიანური რესურსების განვითარება ფიზიკური აღზრდისა და პრიორიტეტულ სახეობებში სპორტული წვრთნის კუთხით (ფედერაციებთან თანამშრომლობით). განათლების რეფორმის ფარგლებში შემუშავდა ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ადგენს სტანდარტებს ფიზიკური აღზრდისათვის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ყველა საფეხურისა და კლასისათვის. მიზნობრივი პროგრამა უზრუნველყოფს ამ სტანდარტების მიხედვით მასწავლებელთა გადამზადებას და სპორტის გაკვეთილების შემოღება ხელს შეუწყობს ფიზიკური აღზრდის ხარისხის გაუმჯობესებას აფხაზეთის საჯარო სკოლებსა და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლებში.
სამინისტრო მნიშვნელოვან ამოცანად მიიჩნევს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებას. სამინისტროს მიზანია აფხაზეთის ახალგაზრდებს გაცნობიერებული ჰქონდეთ პასუხისმგებლობა ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე, საკუთარი როლი საზოგადოებაში, განვითარებული ჰქონდეთ სწრაფვა, იყვნენ სასარგებლო ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის, პატივი სცენ სხვა ადამიანის პიროვნულ ღირებულებებს და ჰქონდეთ სურვილი იზრუნონ საზოგადოების სხვა წევრებზე; ჰქონდეთ მოტივაცია თავად გადაწყვიტონ მათ წინაშე არსებული ამოცანები, თავად შექმნან კონკრეტული ინიციატივები.
მოსალოდნელი შედეგები
პრიორიტეტის განხორციელების ფარგლებში სამინისტრო გეგმავს მიაღწიოს შემდეგ შედეგებს:
შედეგების შეფასების კრიტერიუმები
ჩამოთვლილი შედეგების შესაფასებლად სამინისტრო გამოიყენებს შემდეგ ინდიკატორებსა და გადამოწმების წყაროებს:
4. პრიორიტეტის დასახელება:სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა
პრიორიტეტის დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას და ხელს უწყობს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების დანერგვას მის დაქვემდებარებაში მყოფ ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში. სამინისტრო მოწოდებულია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს შეუქმნას ხარისხიანი განათლების მიღებისათვის სათანადო სასწავლო პირობები და გარემო.
სამშვიდობო განათლების მხარდაჭერა მეტად მნიშვნელოვანია მომავალი თაობის სამშვიდობო ხედვებით აღზრდისათვის, რათა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება გამოავლინონ ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობები.
გარდა ამისა, „ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო
სტრატეგიის“ სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობას განზრახული აქვს აგრეთვე ისეთი ღონისძიებების განხორციელება, როგორიცაა:
პრიორიტეტით განსაზღვრული აქტივობების განხორციელება ხელს შეუწყობს სახელმწიფო სტრატეგიით დასახული მიზნების მიღწევას.
პრიორიტეტის აღწერა
ქვეყნის დემოკრატიული განვითარება პირდაპირ კავშირშია საზოგადოების პოლიტიკურ კულტურასთან, ვინაიდან ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფუძველს მისი მოქალაქეების ღირებულებები განაპირობებს. შესაბამისად ახალგაზრდების განვითარება, დემოკრატიული ფასეულობების ჩამოყალიბება სახელმწიფოს ერთ- ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ პრიორიტეტის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებები უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ:
მოსალოდნელი შედეგები
პრიორიტეტის ეფექტურად განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს გამოავლინონ საკუთარი ინტელექტუალური და შემოქმედებითი შესაძლებლობები, დააკავშირებს მათ ერთმანეთთან და დააჩქარებს საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროცესს.
აღნიშნულ პროგრამებში მონაწილე მოზარდები გააცნობიერებენ, რომ
ახალგაზრდობა ის თაობაა, რომელმაც მომავალში უნდა უზრუნველყოს სახელმწიფოს სრულყოფილი ფუნქციონირება და რომ სწორედ მათ ძალუძთ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ქვეყნის სრული დეოკუპაციის საქმეში.
შედეგების შეფასების კრიტერიუმები
პრიორიტეტით განსაზღვრული შედეგების შესაფასებლად სამინისტრო გამოიყენებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა:
პრიორიტეტის დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე
სამინისტროს ბოლო სტრუქტურული რეორგანიზაცია 2015 წელს განხორციელდა. შედეგად ამჟამად სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მუშაობს 50 თანამშრომელი. სამინისტრო ხელს უწყობს გუნდური მუშაობის პრინციპების დანერგვას, გაზიარებული ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებას და აადვილებს კომუნიკაციის პროცესს. თუმცა, ამ მიმართულებით კვლავაც არის რამდენიმე კომპონენტი, რომელიც შემდგომ დახვეწას საჭიროებს.
კერძოდ, სამინისტროს მნიშვნელოვნად მიაჩნია:
პრიორიტეტის აღწერა
სამინისტროს ინსტუტიციური განვითარება მნიშვნელოვანი კომპონენტია სამოქმედო გეგმაში, რადგან ის ხელს უწყობს ყველა სხვა მიმართულებით დასახული შედეგების მიღწევას.
ერთის მხრივ, პრიორიტეტით გათვალისწინებული აქტივობები ხელს უწყობს სამინისტროს შიდა ორგანიზებული რესურსების და პროცესების განვითარებას, მეორეს მხრივ კი სამინისტროს გარე კონტაქტების, გარემოსთან ურთიერთობის მექანიზმების სრულყოფას.
სამინისტრო მოიაზრება როგორც ღია სისტემა, რომელიც აქტიურ
ურთიერთქმედებაშია ინსტიტუციურ გარემოში არსებულ ყველა სუბიექტთან, დროულად და აქტიურად პასუხობს გარემოში არსებულ გამოწვევებს და ახდენს საკუთარი სერვისისა და პროდუქტების სრულყოფას დაინტერესებულ პირთა ინტერესების გათვალისწინებით.
პრიორიტეტის ფარგლებში სამინისტრო განახორციელებს რიგ აქტივობებს, რომლებიც მოიცავს:
მოსალოდნელი შედეგები
პრიორიტეტის განხორციელების ფარგლებში სამინისტრო გეგმავს მიაღწიოს შემდეგ შედეგებს:
დახვეწილია სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმარების საშუალებები;
შედეგების შეფასების კრიტერიუმები
პრიორიტეტით განსაზღვრული შედეგების შესაფასებლად სამინისტროს მიერ რისკების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილი იქნება ეფექტურად და ეფექტიანად განხორციელდა თუ არა შემდეგი ღონისძიებები:
ანალიზის შედეგები და სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები. პროგრამაში ინტეგრირებულია მონიტორინგის გეგმა - რაც ჩანს პროგრამების დოკუმენტაციებში.
ანგარიშები.