სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლის „მთვარის მოტაცების“ პრემიერა გამართა. სპექტაკლი რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ კონსტანტინე გამსახურდიას ამავე სახელწოდების რომანის „მთვარის მოტაცების“ თამაზ გოდერძიშვილისეული ინსცენირების მიხედვით დადგა. სპექტაკლი ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.