სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებასთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი და ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი - დინამო არენას ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 30-მდე მოზარდი დინამო არენას ეწვია. მოზარდებმა დაათვალიერეს სტადიონი, მუზეუმი, ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები და ა. შ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსსპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში ძალისმიერი სამჭიდის მწვრთნელთა გადამზადების სემინარი ჩატარდა.
ქ. ქობულეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ დევნილი მოზარდებისათვის მოწყობილი „სამშვიდობო საზაფხულო ბანაკი“ დასრულდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 2019 წლის 19 ივლისის ბრძანების საფუძველზე, აფხაზეთის ა/რ გულრიფშის მუნიციპალიტეტში მდებარე 19 ისტორიულ ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.