აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, საქართველოსა და აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი გურამ ყურაშვილი.
მაესტრო გურამ ყურაშვილს შარშან „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას 2015 წლის საკონცერტო პროგრამისათვის“ გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში.
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
სხდომის მიზანი ხელისუფლების ყველა შტოს პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებაა გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად
ეს დღე 1978 წლის აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წელს დაწესდა. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე„საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“ მიიღო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტგალერეაში აფხაზეთის შემოქმედებითი წრეების წარმომადგენლები ჰოლანდიელ პროდიუსერს, ამერიკის კინო აკადემიის უმაღლესი ჯილდოს„ ოსკარის“ მფლობელ ქალბატონ სილია ვან დაიკს შეხვდნენ.
საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.