აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა ფესტივალ „არტგენი 2019“-ზე თავიანთი ხელოვნება წარმოადგინეს.
15 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები მოსწავლეები ვაზიანის სამხედრო ბაზას ეწვივნენ. კონკრეტულად კი მათ ვაზიანის მეხუთე საარტილერიო ბრიგადის შენობა-ნაგებობები დაათვალიერეს.