საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პირველი არხი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ჩართულობით, საგანმანათლებლო პროექტს „ტელესკოლა“ იწყებენ.
ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან დარეკონ ნომერზე 143 ან 2371998 (საზღვარგარეთიდან +995 32 2371998).
2020 წლის 8 მარტს ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანებამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაატარა აფხაზეთის ღია ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში, სახელწოდებით „აფხაზეთი საქართველოა“.
ჟიული შარტავა იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.
საქართველოს ფოსტამ 2019-2020 წლის მარკების თემატური გეგმის ფარგლებში ,,ეროვნული გმირი“ ჟიული შარტავას სახელობის მარკა გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში შედგა.
აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, როლანდ ნიჟარაძე, თანამშრომლებთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ, შვილგარდაცვლილ დედებს ესტუმრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს აბიტურიენტთა მიღებას პროგრამისთვის ,,სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადება 2020“.