ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და კონცერტი ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში მდებარე სავაჭრო ცენტრში, ფესტივალის „გზა ერთობისკენ-რუხი 2018“-ის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით შედგა.
მემორანდუმი აღმოსავლეთ კავაკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებას ითვალისწინებს.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ,,განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ქვეპროგრამა ,,თანაბარი შესაძლებლობები-თანაბარი მზრუნველობა“ ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 25-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს ექსკურსია მოუწყო.
ხელოვნების სკოლა „აფხაზეთის №1“-მა, 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში საზეიმო კონცერტი გამართა. კონცერტის მხარდამჭერები იყვნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.