სიახლეები
რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა - „როდის? ჩემი ოცნება - ჩემი აფხაზეთი“ გაიხსნა
31.05.2017
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ნიდერლანდების სამეფოს და რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში, გალერეა „ზონეში“ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა „როდის? ჩემი ოცნება - ჩემი აფხაზეთი“ გაიხსნა. გამოფენაში აფხაზეთიდან დევნილი 21-დან 80 წლამდე ასაკის 22 მხატვარი მონაწილეობს და წარმოდგენილი ნამუშევრები მათ მიერ დანახულ სამყაროზე, ნოსტალგიაზე და მოლოდინზე მოგვითხრობს. გამოფენა 3 მაისამდე გასტანს და ის თავისი სათქმელით მსოფლიოს 65 მილიონი დევნილის საერთო ტკივილსა და საკუთარ სახლებში დაბრუნების ოცნებას ეხმიანება.
„ალექსანდრე შერვაშიძის კატალოგის“ პრეზენტაცია გაიმართება
22.05.2017
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2017 წლის 22 მაისს, 16 საათზე მართავს „ალექსანდრე შერვაშიძის კატალოგის“ პრეზენტაციას სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში (მის: ქ. თბილისი, ფურცელაძის ქუჩა, 3). ნიშანდობლივია, რომ კატალოგის პრეზენტაცია ემთხვევა ალექსანდრე შერვაშიძის საიუბილეო თარიღს, დაბადებიდან 150 წლისთავს.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში გამართა
08.05.2017
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით, 2017 წლის 4-7 მაისს ჩაატარა აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში 2003-2005, 2006-2007 წ.წ. დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის ხმალში, რაპირასა და დაშნაში. შეჯიბრებაში საქართველოს რეგიონების მოფარიკავეებთან ერთად მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, რუსეთის, ირანის სპორტსმენები.