აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში პოეტ ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული პოეტის ხსოვნის უკვდავსაყოფად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ქვეპროგრამის „ბეჭვდითი გამოცემების“ ფარგლებში გამოიცა.
პრეზენტაციას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას წევრებთან და გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა.
გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბელგიის სამეფოში, ბრიუსელის წმინდა მიქაელის და გუდულას სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ კლასიკური მუსიკის კონცერტში მონაწილეობდა.
ვახტანგ ყოლბაიამ თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტს მაია ახალკაციშვილს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მინიჭება მიულოცა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დიპლომი გადასცა.
სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა „თეთრმა ტალღამ“ მაყურებელს ძმები გრიმების პიესის მიხედვით დადგმული ერთმოქმედებიანი მუსიკალური სპექტაკლის „ბრემენელი მუსიკოსების“ პრემიერა შესთავაზა.
ნიკოლოზ რაჭველმა და ეროვნულმა მუსიკალურმა ცენტრმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელას და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტი წარმოადგინა.
კონცერტი ახალგაზრდა გამოჩენილი მუსიკოსის, ლოტბარისა და მომღერლის ზვიად ბერიაშვილის ოჯახის დასახმარებლად გაიმართა.
კონცერტს დირიჟორი და კომპოზიტორი, აფხაზეთის კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე დირიჟორობდა.
თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოილოცეს.
27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საჯარო სკოლებში, სადაც ისწავლება აფხაზური ენა, ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილები თემაზე: „აფხაზური ენა და აფხაზეთის ისტორიული ძეგლები“.