აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კიკალიშვილმა ხელი მოაწერეს 2017 წლის „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ ორგანიზების მობილურობის გასაუმჯობესებლად შემუშავებულ მემორანდუმს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი სამეგრელოს რეგიონში, ხოლო, მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია თბილისში განთავსებულ აფხაზეთის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ.
11 აგვისტოს, ბათუმის ბულვარში, ქუჩის თეატრის პროექტის Street Theatre Project-ის ფარგლებში სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ლაშა ბუღაძის სპექტაკლი „ნავიგატორი“ (რეჟისორი - დავით სიხარულიძე) წარმოადგინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური 2016 წლის 17 აგვისტოდან, 5 დღის ხანგრძლივობით, აწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო საველე ბანაკს გორის რაიონში. კერძოდ კი, ატენის ხეობაში, მდინარე ტანას მახლობლად მოეწყობა კარვების ქალაქი, რომელშიც განთავსდება აფხაზეთიდან დევნილი 40 მოსწავლე.