სიახლეები
გიგა ოთხოზორიას ხსოვნას
23.05.2016
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის
სამინისტრო ღრმა მწუხარებასა და შეშფოთებას გამოთქვამს
ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან ახალგაზრდა ვაჟკაცის,
არსებულ მძიმე რელობასთან შინაგანად შეურიგებელი
გიგა ოთხოზორიას
მუხანათურად მკვლელობის გამო და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის
დედას - აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის მასწავლებელს ჯულიეტაჭანტურიას
და მის ოჯახს.
თბილისში ილორის წმინდა გიორგის ტაძრის საძირკველი აკურთხეს
16.05.2016
თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე ილორის წმინდა გიორგის ტაძრის საძირკველი აკურთხეს. კურთხევის წირვა-ლოცვა მეუფე მელქისედეკმა აღავლინა. კურთხევას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთისა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. მეუფე მელქისდეკმა პატრიარქის სახელით მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ხელისუფლებას ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვისდა აფხაზეთის მთავრობა დალოცა
გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში
16.05.2016
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 2016 წლის 12-15მაისს ქ. თბილისში, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში 2001-2002, 2003-2004, 2004-2005 წ.წ. დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის ხმალში, რაპირასა და დაშნაში. შეჯიბრებაში საქართველოს რეგიონების მოფარიკავეებთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ირანის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
კანდიდ თარბა აფხაზებთან ერთად ქართველებმაც დაკარგეს
05.05.2016
გარდაიცვალა კანდიდ თარბა, საქართველოსა და აფხაზეთის დამსახურებული არტისტი, აფხაზეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „კავკასიას“ სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, აფხაზეთში პროფესიული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებისათვის დამაშვრალი კაცი.
აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის გურამ ყურაშვილის ხსოვნას
20.04.2016
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, საქართველოსა და აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი გურამ ყურაშვილი.
მაესტრო გურამ ყურაშვილს შარშან „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას 2015 წლის საკონცერტო პროგრამისათვის“ გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.