სიახლეები
სოხუმის დაცემიდან 26 წელი გასრულდა
27.09.2019
სოხუმი 27 სექტემბერს - ჯვართამაღლების - პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეს დაეცა. გოლგოთის გზაზე შემდგარ აფხაზეთის მოსახლეობას დღემდე არ ტოვებს იმედი, რომ გოლგოთასა და ჯვარცმას... აღდგომა და ამაღლება მოჰყვება. ამგვარი იმედითა და რწმენით მოვიდა აფხაზეთის წართმევის 26-ე წელიც.
სამების საკათედრო ტაძრის ეზოში აფხაზეთისადმი მიძღვნილი ტილო - „ამაღლება“ შეიქმნა
27.09.2019
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ სოხუმის დაცემის დღეს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.უწმინდესმა და უნეტარესმა ჯვრის სასწაულმოქმედ ძალაზე იქადაგა.
მშვიდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა
23.09.2019
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით მშვიდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეულის ფარგლებში, პირველი რესპუბლიკის ბაღში კონცერტი გაიმართა.
აფხაზეთის ძეგლები - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმზე
17.09.2019
ქ. თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, ქვემო ქართლის მუნიციპალური თვითმმართველობები, საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი“ და კომპანია „არ-ემ-ჯი“.