სიახლეები
ტელევიზია „ერთსულოვნებაზე“ დოკუმენტური ფილმის - „დიმა ჯაიანის“ პრემიერა გაიმართება
19.08.2019
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, 2018 წელს დიმიტრი ჯაიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი - „დიმა ჯაიანი“ შექმნა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
14.08.2019
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებასთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი და ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.