იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
სიახლეები
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა და ტრენინგის სერთიფიკატები გადასცა
31.12.2018



აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ სამინისტროს თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა. მილოცვას კიდევ უფრო მეტი საზეიმო ელფერი შესძინა სამინისტროს თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი ტრენინგების სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალმა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია N16 პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია და ახალი წელი მიულოცა
28.12.2018



აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, N16 პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია და ახალი წელი მიულოცა.
საახალწლო ზეიმი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში ორი დღე გაგრძელდა
28.12.2018



c27-28 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის მოეწყო ტრადიციული საახალწლო ზეიმი, რომელზეც წლულს გლდანის ბავშვთა სახლის 49 აღსაზრდელიც იყო მოწვეული.
აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სარეპეტიციო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა
21.12.2018



გუშინ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას თანამედროვე სტანდარტების შესატყვისად მოწყობილი სარეპეტიციო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა. ლენტი გაჭრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელმა ზვიად ბოლქვაძემ.
საახალწლო ზეიმი დევნილი ბავშვებისათვის
19.12.2018



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ყოველ წელს, ტრადიციულად, მართავს საახალწლო ზეიმს 4-14 წლამდე ასაკის დევნილი ბავშვებისათვის, რათა მათ შეექმნათ საახალწლო განწყობა და მხიარულად შეეგებონ ახალ წელს.
სტამბოლის კულტურის ცენტრში წიგნი ,,აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში" წარადგინეს
10.12.2018



სტამბოლში, ნაზიმ ჰიქმეთის სახელობის კულტურის ცენტრში, მკვლევარ ნატო მარშანიას წიგნის ,,აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში" პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს სახალხო არტისტის, დიმიტრი (დიმა) ჯაიანის, გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა
10.12.2018



დღეს საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის, ათეულობით წლების განმავლობაში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობის, სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის, 2013 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი ჯაიანის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
ფოტოკონკურსში - ,,აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“ - გამარჯვებულები გამოვლინდნენ
06.12.2018



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ამ დღეებში ქვეპროგრამის - ფოტოკონკურსი: ,,აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“ შედეგები შეჯამდა და გამარჯვებულები გამოვლინდა. ქვეპროგრამა განახორციელა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურმა და გულისხმობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტომასალის მოპოვებას, ფირზე მათი ამჟამინდელი მდგომარეობის აღბეჭდვას.
სახელობო სწავლების წახალისების მიზნით
06.12.2018



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ქვეპროგრამის - „კარიერის დაგეგმვა, პროფესიული ორიენტაცია და სახელობო სწავლება სკოლებში“ - ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
სამეცნიერო კონფერენციაზე კონფლიქტურ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებზე იმსჯელეს
04.12.2018



„კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“, - ასე ერქვა სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.