სიახლეები
ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-მა 10 წლის იუბილე აღნიშნა
06.06.2018
ხელოვნების სკოლა „აფხაზეთის №1“-მა, 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში საზეიმო კონცერტი გამართა. კონცერტის მხარდამჭერები იყვნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.