სიახლეები
23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს სიონის ტაძარში პარაკლისი აღევლინა
23.05.2018
23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღავლინა. წმინდა მოციქული სვიმონ კანანელი 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო. მან ქრისტეს მოძღვრება ანდრია პირველწოდებულთან ერთად დასავლეთ საქართველოშიც იქადაგა, რის შემდეგაც წარმართთა მოსაქცევად აფხაზეთში დარჩა.
ფარიკაობაში აფხაზეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
07.05.2018
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით 2018 წლის 3-6 მაისს, ქ. თბილისში (სფფ -ის სპორტდარბაზში) აფხაზეთის ღია საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში ჩატარდა.