სიახლეები
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე, სვეტლანა ქეცბა გარდაიცვალა
24.12.2017
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე, საქართველოსა და აფახაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს „წმიდა გიორგის ოქროს ორდენისა“ და ღირსების ორდენის კავალერი
სვეტლანა ქეცბა
გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი ჯუმბერ ყოლბაია
24.12.2017
გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ფოლკლორულ ანსამბლ „ფაზისის“ ხელმძღვანელი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი დირიჟორი, ხელოვნების ქურუმად აღიარებული ჯუმბერ ყოლბაია.
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატებს დიპლომები გადაეცათ
22.12.2017
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
სოხუმის თეატრმა პრემიერა გამართა
21.11.2017
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დიდ სცენაზე ხანოხ ლევინის პიესის „იაკიში და პუპჩეს“ პრემიერა გამართა. სპექტაკლის ავტორი და რეჟისორია დავით საყვარელიძე.