სიახლეები
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის 2021-2022 სასწავლო წლის სტიპენდიატი ცნობილია
17.09.2021
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის“ მიმნიჭებელი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია ბაკალავრიატის საფეხურზე 2021-2022 სასწავლო წლისთვის მიენიჭა სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტს ელენე ესიავას.
ონლაინ საკვირაო სკოლა“ აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის
16.09.2021
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტმა - „ონლაინ საკვირაო სკოლამ“ საქართველოში აშშ-ს საელჩოს US Embassy Tbilisi, Georgia მიერ გამოცხადებულ კულტურული და საგანმანათლებლო მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა.
შეხვედრა ისრაელის საელჩოში
30.07.2021
ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ეკა ხოფერიას უმასპინძლა.
სალექციო კურსის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" - მესამე ლექცია ქ. ზუგდიდში გაიმართა
19.07.2021
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კურსის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" - ფარგლებში, ქ. ზუგდიდში, სასტუმრო „ლეთოს" საკონფერენციო დარბაზში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ახალგაზრდებს აფხაზეთთან დაკავშირებული საკუთარი ემოციები და ზოგადი ხედვები გაუზიარა.