იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
სიახლეები
დიმიტრი ჯაიანი „საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე“ 2017-ის დახურვის ცერემონიას დაესწრო
03.11.2017



2017 წლის 30 ოქტომბერს ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე 2017-ის დახურვის ცერემონია გაიმართა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო მოსწავლეებში აფხაზეთის ისტორიის ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავს
02.11.2017



წლეულს ოქტომბრიდან აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით ქ. თბილისის საჯარო სკოლებში პროექტის ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ განხორციელება დაიწყო.
ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავს და ილია ჭავჭავაძის პრემიის ლაურეატს - გენო კალანდიას მიეძღვნა
31.10.2017



აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავს საღამო „მამული, ენა, სარწმუნოება“ მიუძღვნა. თავდაპირველად ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ცალკეულ ეპიზოდებზე ისაუბრა ლიტერატორმა თამაზ ტყემალაძემ.
აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა
30.10.2017



საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება.
აფხაზური ენის კვირეული დასრულდა
30.10.2017



აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის კვირეული მიმდინარეობს
26.10.2017



აფხაზური ენის დღე 2007 წლიდან 27 ოქტომბერს აღინიშნება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად ამ დღეს წლეულსაც ტრადიციულად კვირეულის სახით ეხმაურება. აფხაზური ენისადმი მიძღვნილი კვირეული 2017 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო და 27 ოქტომბრამდე გასტანს.
კულტურის ცენტრ „კონგრეს-ჰოლში“ ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
19.10.2017



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ბიზნეს ცენტრ „მოზაიკას“ კონგრეს-ჰოლში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ჭადრაკში აფხაზეთის ღია პირველობის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
09.10.2017



ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ამავე სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით მოსწავლეთა შორის აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში გაიმართა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულების მიღება გაიმართა
06.10.2017



ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული საშუალო სკოლების მედალოსნების მიღება გამართა. მიღებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია უძღვებოდა.
აფხაზეთის ა/რ მთავრობა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიას აწესებს
06.10.2017



აფხაზეთის ა/რ მთვარობამ 2017 წლის 12 სექტემბერს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესების დადგენილება მიიღო.