იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სიახლეები
ანსამბლი „აფხაზეთი“ მცხეთაში გამართულ ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ ფესტივალზე წარსდგა
30.09.2017



ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზატორობით, ქალაქ მცხეთაში 2017 წლის 28-30 სექტემბერს ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალი „მცხეთა - Art Gold“ ჩატარდა. ფესტივალის მიზანი იყო ქართველ და მსოფლიო ხალხთა ტრადიციული კულტურის გაცნობა - პოპულარიზაცია.
აფხაზეთის ხელისუფლებამ და საზოგადოებამ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
28.09.2017



სოხუმის დაცემა 27 სექტემბერს - ჯვართამაღლების - პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეს დაემთხვა.
მსახიობთა სახლში საქართველოს სახალხო არტისტის დიმიტრი ჯაიანის ბენეფისი გაიმართა
19.09.2017



აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში საქართველოს სახალხო არტისტის დიმიტრი ჯაიანის ბენეფისი გაიმართა.
ქართველი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
18.09.2017



მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ქ. მოსკოვში გარდაიცვალა ზურაბ სოტკილავა - ლირიკულ-დრამატული ტენორი, საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი, შ. რუსთაველისა და ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ბოლონიის უძველესი სამუსიკო აკადემიის საპატიო წევრი.
ახალი სასწავლო წლის დაწყება აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა
18.09.2017



ახალი სასწავლო წლის დაწყება აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა.
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
15.09.2017



ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ქ. ზუგდიდში აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და ეს დღე მიულოცეს.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების განცხადებების მიღება დაიწყო!
30.08.2017



2017 წლის 11 აგვისტოს N395 დადგენილებით საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ.
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის წლევანდელი სტიპენდიანტები გამოვლინდნენ
09.08.2017



სტიპენდიები, აფხაზეთის პრობლემატიკის პოპულარიზაციის მიზნით, 2016 წელს დაწესდა.
„საზაფხულო ბანაკი“ აფხაზეთის მოზარდებისთვის
04.08.2017



c„საზაფხულო ბანაკი“ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთ-ერთ ქვეპროგრამაა. ის ყოველწლიურად ხორციელდება და მისი უმთავრესი მიზანია მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება. ბანაკში მათ წარდგენას სწორედ მოსწავლის აკადემიური და საზოგადოებრივი მიღწევები განსაზღვრავს. პროექტში მონაწილე მოსწავლეები ჩვეულებისამებრ ისვენებენ საქართველოს ზღვისპირეთში.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ზურაბ ხონელიძე აირჩიეს
25.07.2017



სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს - ზურაბ ხონელიძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ამ დღეებში მას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა ჯონი აფაქიძემ უფლებამოსილება ოფიციალურად გადასცა. შეხვედრას დაესწრნენ: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, გენერალი გია გულუა, ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე, მწერალი გურამ ოდიშარია, რომლებმაც მისასალმებელი სიტყვებიც წარმოთქვეს.