სიახლეები
„ჩვენ მაინც ვიპოვით გზას აფხაზი ხალხის გულებისაკენ!“
28.10.2016
27 ოქტომბერი - აფხაზური ენის დღეა. ენისა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულთან ერთად, მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამ დღის აღსანიშნავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ნინო მიქიაშვილის წიგნის „მერაბ კოსტავა“ წარდგინება გაიმართა. წიგნი ქართულ და აფხაზურ ენებზეა გამოცემული და ის აფხაზურ ენაზე 2016 წელს „ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა“ თარგმნა.
კარიერის სწორად დაგეგმვის მიზნით
24.10.2016
21 ოქტომბერს აფხაზეთის №1, №11, №12, № 14, №15 საჯარო სკოლების 50 მოსწავლე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია. სტუმრობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის „კარიერის დაგეგმვა, პროფესიული სახელობო სწავლება სკოლებში“ ფარგლებში გაიმართა.
ქვეპროგრამა წარმოადგენს სამინისტროს მუშაობის სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას და მისი მიზანია უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის დახმარების გაწევა მომავალი პროფესიული საქმიანობის გააზრებულად არჩევასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში.
გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში
24.10.2016
2016 წლის 22 ოქტომბერს ქ. თბილისში, ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, ჩატარდა აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში (სწრაფი ჭადრაკი).
ვახტანგ ყოლბაიამ და დიმიტრი ჯაიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი იმერეთში გვირგვინით შეამკეს
28.09.2016
27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი იმერეთის რეგიონში გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ, ხონის საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ ადგილობრივმა და დევნილმა მოსახლეობამ.
27 სექტემბერი - ხსოვნისა და იმედის დღე
27.09.2016
2016 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 23 წელი გასრულდა. სოხუმის დაცემა 27 სექტემბერს - ჯვართამაღლების დღეს დაემთხვა, რაც აფხაზეთიდან დევნილებს არ უკარგავს იმედსა და რწმენას, რომ დაცემას ამაღლება მოჰყვება და აფხაზეთიდან გამოდევნას - აფხაზეთში დაბრუნება!
გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა მინი-ფეხბურთში
26.09.2016
2016 წლის 23-25 სექტემბერს ქ. ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ჩატარდა აფხაზეთის ღია პირველობა მინი-ფეხბურთში. ტურნირი მიეძღვნა ოჩამჩირის ფეხბურთის 100 წლის და ვეტერანი სპორტსმენის თენგიზ ნორაკიძის 80 წლის იუბილეს.