სიახლეები
„მომავლის ბანაკში“ გამგზავრების მსურველთა საყურადღებოდ!
22.06.2016
წლეულს , 15 ივლისიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან“ ერთად ახორციელებს „მომავლის ბანაკს“ დაბა შაორში).
ნორჩ რაგბისტთა ფესტივალმა აფხაზეთის წარმატებული გუნდებიც გამოავლინა
07.06.2016
საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის კლუბ „ზუგდიდის“ ხელმძღვანელის სანდრო ესაკიასა და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის მოზარდებმა თბილისში, რაგბის საწვრთნელ-სანაკრებო ბაზა „შევარდენზე“ ნორჩ რაგბისტთა ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.
აფხაზეთის რაგბისტთა გუნდმა „თოლიებმა“ ნორჩ რაგბისტთა ფესტივალზე წარმატებით იასპარეზა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზური ენის პედაგოგები გადაამზადეს
03.06.2016
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთისა/რგანათლებისადაკულტურისსამინისტროს ინიციატივით წლეულს პირველად საფუძველი ჩაეყარა აფხაზური ენის პედაგოგების გადამზადების ტრადიციას. გადამზადება მიმდინარეობდა ტრენინგის სახით ქვეპროგრამის - ,,აფხაზური ენის პედაგოგების გადამზადება“ ფარგლებში, რომელსაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური ახორციელებს
აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღე საინტერესოდ დაამახსოვრდათ
01.06.2016
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის რამდენიმე საინტერესო, გასართობი თუ ინფორმაციული ხასიათის ღონისძიება გამართა. ღონისძიებებს ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია.