იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
სიახლეები
პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს
19.04.2016



აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. სხდომის მიზანი ხელისუფლების ყველა შტოს პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებაა გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად
14 აპრილს საქართველოში დედა ენის დღე აღინიშნება
14.04.2016



ეს დღე 1978 წლის აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წელს დაწესდა. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წელი შესრულდა
09.04.2016



1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე„საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“ მიიღო.
აფხაზეთის ხელოვანები ჰოლანდიელ ოსკაროსან პროდიუსერს სილია ვან დაიკს შეხვდნენ
05.04.2016



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტგალერეაში აფხაზეთის შემოქმედებითი წრეების წარმომადგენლები ჰოლანდიელ პროდიუსერს, ამერიკის კინო აკადემიის უმაღლესი ჯილდოს„ ოსკარის“ მფლობელ ქალბატონ სილია ვან დაიკს შეხვდნენ.
31 მარტი რეფერენდუმის დღეა
31.03.2016



1991 წლის31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდატეხის დღეა, რომელმაც მთლიანად შეცვალა სახელმწიფოს მომავალი.
პარლამენტში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემებზე იმსჯელეს
24.03.2016



საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
1993 წლის 15-16 მარტს სოხუმზე, გუმისთასთან შემოტევისას გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
16.03.2016



1993 წლის15-16 მარტს სოხუმზე, გუმისთასთან რუსეთის გენშტაბში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი იერიში ქართველმა მეომრებმა ღირსეულად მოიგერიეს და საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი გმირული ფურცელი ჩაწერეს.
ბაბუშერიდან გადმოსვენებული ქართველი მეომრები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს
07.03.2016



აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 10 მეომრის იდენტიფიცირება მოხდა. იდენტიფიცირების შემდეგ ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები დაესწრნენ.
25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღეა
25.02.2016



1921 წლის 12 თებერვალს საბჭოთა რუსეთი დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის მიზნით ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას თბილისის მისადგომებთან წინ აღუდგნენ ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. იუნკერებმა თავდადებული ბრძოლებით ერთხანს უკუაგდეს მტერი. თუმცა მომდევნო შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. აქვე დაიღუპა მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილი.