იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სიახლეები
საცხენოსნო შეჯიბრი „აფხაზეთის თასზე“
22.05.2021

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით კაჭრეთის „ამბასადორის“ საცხენოსნო კლუბის ბაზაზე გაიმართა საცხენოსნო შეჯიბრი „აფხაზეთის თასზე“. შეჯიბრში აფხაზეთიდან დევნილი მხედრებიც მონაწილეობდნენ. შეჯიბრის გამარჯვებულიც   აფხაზეთიდან დევნილი თეონა ლაშხია გახდა.

შეჯიბრს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ა. შ. წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეჯიბრის შემდეგ გაიმართა კონცერტი აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელისა და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ მონაწილეობით. აქვე  მოეწყო  ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ და  მხატვარ ელდარ ქავშბაიას ნამუშევრების გამოფენა