იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სიახლეები
აფხაზეთის ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებული საბერიოს გუნდი "ენგური" გახდა
28.05.2021
აფხაზეთობისა და და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის სოფელ კახათის სტადიონზე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების გიორგი სიჭინავასა და ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის აფხაზეთის ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი ჩატარდა.
 
ფესტივალის გამარჯვებული გახდა საბერიოს გუნდი „ენგური“, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გავიდნენ გუნდები - „რიყე“ და „ანაკლია“.
 
 ტურნირს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, ალენ პრინცი მიურატი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე ვიტალი ბენდელიანი და სხვ.
 
ფესტივალი შპს ბავშვთა საფეხბურთო კლუბ „კოლხას“ ორგანიზებით და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.