იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სიახლეები
სალექციო კვირეულის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" ფარგლებში ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ პირველი ლექცია წაიკითხა
01.06.2021

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კვირეულის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" ფარგლებში ხელოვნების სასახლის დირექტორმა, ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ ახალგაზრდებს წაუკითხა ლექცია თემაზე: „აფხაზეთი - ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს რუკებზე“. ლექციის დაწყებამდე გიორგი კალანდიამ მათ ხელოვნების სასახლე და მისი რელიკვიები დაათვალიერებინა.  

 

სალექციო კვირეულის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ.

 

ლექციას ახალგაზრდებთან ერთად ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.