იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სიახლეები
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა
05.10.2021
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში (ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში), მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სისტემაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის სამინისტროს მადლობის სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვეს ღვაწლმოსილი პედაგოგები: კუკური ციმინტია, ეთერი ვიბლიანი, გოგი ქალდანი, ელენე ოდიშარია, ნუნუ სოტკილავა და ლეილა ჯავახიშვილი; აფხაზეთის საჯარო სკოლების 2021 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლები: თამარ შერვაშიძე (აფხაზეთის №1 საჯარო სკოლა), ნონა დგებუაძე (აფხაზეთის №10 საჯარო სკოლა) და ზურაბ მიქაია (ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლა).
 
გარდა ამისა, შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის 2021-2022 სასწავლო წლის სტიპენდიატის დიპლომები გადაეცათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კოკა ბერაიას და ვახტანგ ნოღაიდელს.
 
შეხვედრას ესწრებოდა და პედაგოგებს - მასწავლებლის დღე, სტიპენდიატებს კი კონკურსში გამარჯვება მიულოცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა მანანა ქვაჩახიამ.