Warning: session_start(): open(/home/mecagov/public_html/sess//sess_69j0db5o6bmf2ou1620t5nbpc7, O_RDWR) failed: Disk quota exceeded (122) in /home/mecagov/public_html/define.php on line 11
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
სიახლეები
აფხაზეთის ავტონომიურმა ხელისუფლებამ ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღნიშნა
20.06.2016

20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა და ამ დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში საგანგებო საღამო მიუძღვნა.

საღამოზე თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს აფხაზეთის შემოქმედებითმა კოლექტივებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა: აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა „აფხაზეთი“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ, აფხაზეთის ფოლკლორულმა ანსამბლმა „დიოსკურიამ“, კვარტეტმა „აფხაზეთმა“, ბავშვთა ანსამბლმა „კავკასიონი“, მომღერალმა მარიკა გულორდავამ , ნორჩმა პიანისტებმა: თეო ხელაძემ, ანა და გიგა პაპავებმა. საქართველოს სახალხო არტისტმა დიმიტრი ჯაიანმა წაიკითხა შოთა ნიშნიანიძის ლექსი „აფხაზური კანტატა“.
თეატრის ფოიეში გამოფენილი იყო აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობისა და მუჰაჯირობის ამსახველი ფოტო-მასალა და აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრები.
 
ლტოლვილთა საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე, მსოფლიოში კონფლიქტური რეგიონების გაზრდაზე, იმაზე რომ მსოფლიოში ამჟამად 65 მილიონი ლტოლვილია და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო, ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკმა.
 
საღამოს ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ცენტრალური აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება.