
შეხვედრას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიესწრებოდნენ.
შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, რომელმაც სტუმარს შესთავაზა სიურპრიზი- აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერები, რამაც ოსკაროსანი ქალბატონის აღფრთოვანება გამოიწვია.
სილია ვანდაიკი 1978 წლიდან ჰოლანდიური ანიმაციის ასოციაციის საბჭოს წევრია. მან დააარსა ანიმაციური ფილმების სადისტრიბუციო სააგენტო„ ანიმირებული ადამიანები“ (“Animated People”), რომლის კოლექციაშიც 10 წელიწადში 400-მდე ანიმაციური ფილმი დაგროვდა. სილია ვანდაიკს„ ოსკარი“ ანიმაციური ფილმისთვის „ანა და ბელა“გადაეცა. გარდა ამისა, მის პორტფოლიოს ამშვენებს მრავალი წარმატებული ფილმის წარმოება და ისეთი უმღლესი ჯილდოები, როგორიცაა საფრანგეთის კინო აკადემიის სახელმწიფო პრემია, ორი „ოქროს დათვი“, „ოქროს ხბო“ და სხვ.