იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
სიახლეები
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო - თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
06.06.2019

თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა და მის ისტორიაში კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი ჩაიწერა.

წიგნის ფესტივალში საგამომცემლო სექტორთან და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, როგორც უკვე ითქვა, პირველად მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. შესაბამისად, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სამინისტროსა და აფხაზეთის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის მიერ აფხაზეთის თემატიკაზე გამოცემული წიგნები, ალბომები და ჟურნალები. ეს ფაქტი,  აფხაზეთის პრობლემატიკის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც აფხაზეთის თემატიკაზე გამოცემული წიგნებისადმი მკითველთა ინტერესიც ადასტურებდა.

ფესტივალის დღეებში პავილიონს ხშირად სტუმრობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი და სხვ.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სოხუმელი მწერლის გურამ ოდიშარიას რომანის „შენთან-უშენოდ“ პრეზენტაცია.