იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
სიახლეები
აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები ვაზიანის სამხედრო ბაზას ეწვივნენ
15.07.2019

15 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები მოსწავლეები ვაზიანის სამხედრო ბაზას ეწვივნენ. კონკრეტულად კი მათ ვაზიანის მეხუთე საარტილერიო ბრიგადის შენობა-ნაგებობები დაათვალიერეს. 

მოსწავლეებს მეგზურობას უწევდა ვაზიანის მეხუთე საარტილერიო ბრიგადის ოფიცერი დავით გოგოლაძე. მოსწავლეები პირველად ბაზაზე არსებულ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად აღმართულ მემორიალურ დაფასთან მივიდნენ.  შემდეგ დევნილმა ახალგაზრდებმა დაათვალიერეს სამლოცველო და ბიბლიოთეკა, ლაზარეთი და სპორტული მოედნები, ასევე ვაზიანის ბაზის ტერიტორიაზე სასწავლო წვრთნის ფარგლებში წარმოდგენილი სპეცტექნიკა და სამხედრო იარაღი. სტუმრობის მიზანი იყო მოზარდებში სამხედრო საქმისა და სამხედრო სამსახურის  პოპულარიზაცია. 

მოსწავლეებს ახლდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანაშემწე მალხაზ კორძახია და მეხუთე ბრიგადის ოფიცრები.