იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სიახლეები
ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის თეატრალური დასი „ნიღბები“ ფესტივალ „მაჩაბელაზე“ წარმატებით წარსდგა
31.10.2019

ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის თეატრალური დასი „ნიღბები“ მონაწილეობდა ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალ „მაჩაბელაში“, რომელიც „თეატრი ათონელზე“-ში გაიმართა.

ფესტივალზე ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-მა აკ. წერეთლის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „ბუტიაობა“ წარადგინა.

თეატრალური დასი „ნიღბები“ ხუთი წლისაა. დასის ხელმძღვანელის, რეჟისორ თამარ იმნაიშვილი-ბრეგვაძისა და დამწყები თეატრალების ტანდემი წარმატებული აღმოჩნდა. მათ ერთობლივად დადგეს არაერთი ლიტერატურული კომპოზიცია და სპექტაკლი, რომელთა შორის გამორჩეულია: „წუთისოფელი“ (ხალხური ზეპირსიტყვიერების მიხედვით), „ჩვენ დავბრუნდებით“ (აფხაზეთის ომისა და სოხუმის დაცემის თემაზე), „ვინ მოკლა ილია?!“ (პატრიოტულ და ისტორიულ-შემეცნებით თემაზე), „ახალი წელი“ (პანტომიმა) და ა. შ.