იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სიახლეები
ქ. ბაქოში აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სოლო-კონცერტი გაიმართა
06.12.2019

აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სოლო-კონცერტი ქალაქ ბაქოში, მუსლიმ მაგომაევის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიაში გაიმართა. კაპელა ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით მსმენელის წინაშე ქართული და უცხოური კომპოზიციებით წარსდგა.

კონცერტის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ მიმართეს.

კონცერტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.