იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სიახლეები
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროც შეუერთდა
03.04.2020

თბილისის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ორგანიზებით მიმდინარე აქციას, რომელიც მარტოხელა მოხუცების, ყველაზე მეტად შეჭირვებული ადამიანების დახმარებას გულისხმობს, ჩვენი სამინისტროც შეუერთდა, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ.

გუშინ „წითელი ჯვრის“ მიერ დატრენინგებულმა მოხალისეებმა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველმა მალხაზ კორძახიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს თანამშრომელმა დავით შალამბერიძემ, ამ აქციის ფარგლებში, სამგორის რაიონის ხანდაზმულებს პირველადი მოხმარების საგნების პაკეტები დაურიგეს. პაკეტები საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებებისგან შედგება და ისინი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთადაა შედგენილი.

პაკეტები რაიონული გამგეობების თანამშრომლების საშუალებით გაიცემა. ღონისძიება კი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.