იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სიახლეები
აფხაზეთის დღე - აფხაზეთის საჯარო სკოლებში
23.05.2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთის საჯარო სკოლებმა, 23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, დისტანციურ ფორმატში, აფხაზეთის დღე აღნიშნეს.

 

როგორც სხვა სკოლებში, ასევე აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლაში ზოგადი თემა ისევ და ისევ აფხაზეთი იყო, სათაურებად კი - „ყველას გვაქვს ჩვენი აფხაზეთი!“ და „ჩვენ დავბრუნდებით!“ - შეირჩა.

 

აფხაზეთის დღის აღნიშვნაში აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ შინაარსიანი და საინტერესო ნაშრომები წარმოადგინეს. მრავალფეროვანი იყო გამოხატვის ფორმაც: მოსწავლეებმა პრეზენტაციის, ჩანახატის, ფოტოს, ინტერვიუს საშუალებით ერთმანეთს და პედაგოგებს თავიანთ წარმოსახვაში არსებული აფხაზეთი გააცნე