Warning: session_start(): open(/home/mecagov/public_html/sess//sess_hhlugn4fhphrodnssrmtvi4fv7, O_RDWR) failed: Disk quota exceeded (122) in /home/mecagov/public_html/define.php on line 11
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
სიახლეები
ონლაინ საკვირაო სკოლა“ აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის
16.09.2021
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტმა - „ონლაინ საკვირაო სკოლამ“ საქართველოში აშშ-ს საელჩოს US Embassy Tbilisi, Georgia მიერ გამოცხადებულ კულტურული და საგანმანათლებლო მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა.
 
ამ პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სამი საგნობრივი მიმართულების - ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენისა და ხელოვნების ისტორიის - სწავლების პროცესში და განსხვავებული, არაფორმალური მეთოდებით შეიმეცნონ ტრადიციული საგნები. ცოდნის გაღრმავებასთან ერთად მოსწავლეები დაეუფლებიან კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და აზრთა გაზიარების უნარ-ჩვევებს. ამასთანავე ონლაინ შეხვედრები წარიმართება ინტერაქტიული, თამაშით სწავლებისა და ანალიზის მეთოდების გამოყენებით.
 
ონლაინ საკვირაო სკოლის მიზანია აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ზოგადი განათლების ამაღლებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა.