იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
სიახლეები
რუსლან აბაშიძე, ეკა ხოფერია და კახა შენგელია აფხაზეთის №2 საჯარო სკოლას ეწვივნენ
04.10.2021
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინიტრი ეკა ხოფერია და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია თბილისში განთავსებულ აფხაზეთის №2 საჯარო სკოლას ეწვივნენ.
 
სტუმრებმა პირველკლასელებს სწავლის დაწყება, ხოლო მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის საკლასო ოთახებში გაგრძელება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
 
რუსლან აბაშიძემ და ეკა ხოფერიამ მადლობა გადაუხადეს კავკასიის უნივერსიტეტსა და მის პრეზიდენტს კახა შენგელიას აფხაზეთის №2 საჯარო სკოლისთვის გაწეული თანადგომისთვის - გარემონტებული შემოსასვლელისა და ახალი სასკოლო ინვენტარისთვის.
ამასთანავე რუსლან აბაშიძემ და ეკა ხოფერიამ პირველკლასელებს საბავშვო წიგნები და სასკოლო ნივთები დაურიგეს.