იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
სიახლეები
ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა აფხაზეთის საგუნდო კაპელას და ფოტოგამოფენას - „კადრები აფხაზეთიდან“ უმასპინძლა
13.11.2021

13 ნოემბერს აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ (სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე) ქ. ბათუმის მუსიკალური ცენტრის დარბაზში „კლასიკური მუსიკის კონცერტი“ გამართა.

კონცერტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის - „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ - ფარგლებში ჩატარდა.

აფხაზეთის კაპელა დამსწრეთ წარუდგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ. კონცერტს ესწრებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

ქ. ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, აფხაზეთის საგუნდო კაპელის კონცერტის პარალელურად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფოტოგამოფენა - „კადრები აფხაზეთიდან“ - მოეწყო. აქვე  მინისტრი ეკა ხოფერია შეხვდა სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომელთა მშობლებიც აფხაზები არიან და აქ მუჰაჯირობის ან ბოლო დროინდელი მოვლენებ