იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია

 

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია

 

 აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია გათვალისწინებულია მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი სტუდენტებისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით, არა უმეტეს 2 სტუდენტისა. სტიპენდიატს სტიპენდია ეძლევა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).

 

სტიპენდია გამიზნულია იმ ბაკალავრიატის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტისათვის, რომელსაც აქვს 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდა  კონფერენციებში და არის საზოგადოებრივად აქტიური;

 

სტიპენდია გამიზნულია  იმ მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტისათვის, რომელსაც აქვს 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში და არის საზოგადოებრივად აქტიური.

 

ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობამ 2017 წელს დააწესა.

 

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტის წარდგენის უფლება  აქვს  საქართველოს ავტორიზებულ   უნივერსიტეტებს. დაინტერესებული სტუდენტები დაუკავშირდნენ შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატებს.

 

განაცხადების  წარდგენის  ვადად  განისაზღვრა 2021  წლის 01 ივლისიდან 10 აგვისტოს

ჩათვლით პერიოდი.

 

გამოცხადებული  ვადის  გასვლის  შემდეგ  წარდგენილი  განაცხადები  არ  განიხილება.

 

ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 598 17 41 78; 577 09 22 39.
 

 

 აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია